
13 ივლისიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.






















