10:31 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

აი, რა მოიფიქრეს ქალებმა რუჯისგან თავის დასაცავად

აი, რა მოიფიქრეს ქალებმა რუჯისგან თავის დასაცავად

ჩინეთში ქალები მზის სხივებისგან თავის დასაცავად, სახეზე სპეციალურ ნიღბებს იკეთებენ. ინფორმაციას ამის შესახებ 9GAG-ი ავრცელებს.

 

მაშინ, როცა რუჯის მოყვარულები სასურველი ფერის მისაღებად უამრავ საშუალებას მიმართავენ, ხშირად კი ისე აკითხავენ სოლარიუმებს ზაფხულსაც არ ელოდებიან,  ჩინეთში ქალები მზის სხივებისგან თავის დასაცავად, სახეზე სპეციალურ ნიღბებს იკეთებენ.

 

 

საქმე ისაა, რომ ჩინეთში ღია ფერის კანი არისტოკრატიასა და სიმდიდრესთან ასოცირდება. მაშინ, როდესაც გარუჯულ, ფერად სახის კანს დაბალ ფენასთან აიგივებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ სოფლად მცხოვრები ღარიბი ქალები მზეზე დიდხანს მუშაობენ. შესაბამისად, მათი კანი მუდმივად გარუჯულია.

 

 

„რუჯის ძალიან მეშინია. ქალს ღია ფერის კანი უნდა ჰქონდეს. ასე თუ არ იქნება, ხალხი იფიქრებს, რომ ღარიბი ხარ”,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მზისგან დამცავი სახის ნიღბები ჩინეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მისი ღირებულება 2-4 დოლარამდე მერყეობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X