
დღეს დილით მარნეულში დაახლოებით 11 საათზე, ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში, კორონავირუსი კიდევ ორ ქალს დაუდასტურდა.
საავადმყოფოში ეპიდემიოლოგების ჯგუფს ელოდებიან და დაინფიცირებულებს კლინიკაში გადაიყვანენ.
ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, ეს ორი ინფიცირებული პაციენტი არის თუ არა, მარნეულის პირველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 108 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















