14:36 | 2021-07-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

ნარკომანების და კრიმინალების ბრბო სიკვდილის შემდეგ ლექსოს “გაშავებას” ცდილობს – მიხეილ სააკაშვილი

ნარკომანების და კრიმინალების ბრბო სიკვდილის შემდეგ ლექსოს “გაშავებას” ცდილობს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც სააკაშვილი ამბობს, ნარკომანების და კრიმინალების ბრბო სიკვდილის შემდეგ ლექსოს “გაშავებას” ცდილობს.

 

„ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე. რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ “გაშავებას”.

 

მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

უმძიმესი კადრები ლექსო ლაშქარავას პანაშვიდიდან (ვიდეო)
2021-07-13უმძიმესი კადრები ლექსო ლაშქარავას პანაშვიდიდან (ვიდეო)

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ. 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X