
„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე შვილთან გატარებულ ბოლო წუთებს იხსენებს.
როგორც გარდაცვლილი დედა ამბობს, ლექსო მას ბოლო წუთებშიც კი ეთამაშა.
„ბოლო წუთებში მეთამაშა, ჩემი გონებიდან ეს როგორ ამოვა. წავედი მე მიწადასაყრელი და როგორ დავიძინე. ვიფიქრე ამას დავაძინებ და ძაღლმა არ გამიღვიძოს შვილი თქო“.- ამბობს ლაშქარავას დედა.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა უკვე დაკრძალეს. ოპერატორი კოლეგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარმა დედამ საწოლში ნახა. 5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივმი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
“TV პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























