20:20 | 2021-07-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ – ანდრია ჯაღმაიძე მღვდელზე, რომელმაც ძალადობისკენ მოუწოდა მრევლს

კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ – ანდრია ჯაღმაიძე მღვდელზე, რომელმაც ძალადობისკენ მოუწოდა მრევლს

„ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ“ – ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დაშვებული ვიდეოკამერები, აპლოდისმენტები და ატირებული კოლეგები - ლექსო ლაშქარავას უკანასკნელი გზა ...
2021-07-13დაშვებული ვიდეოკამერები, აპლოდისმენტები და ატირებული კოლეგები - ლექსო ლაშქარავას უკანასკნელი გზა ...

 

„თქვენ როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წამომადგენელი, არც ერთი საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, რომ ჟურნალისტს ეფარებოდეს. ვნახეთ, მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს, აი ამაზე ვისაუბროთ.

 

ის სასულიერო პირი, რომელმაც მსგავსი მოწოდებები გააკეთა (ძალადობრივი) დაბარებული იყო, მიიღო სასტიკი საყვედური და საჯაროდ, ჩაწერა და გაავრცელა თავისი შენდობის ვიდეო. ეს ნიშნავს, რომ რაიმე კიდევ ერთი გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს მის მიმართ.

 

თუ მსგავსი ფაქტი ისევ იქნება მომაწოდეთ და განვიხილავთ“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X