
„ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო.
ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არამხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება”, – განაცხადა ნიკოლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა 360 გრადუსში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























