23:30 | 2021-07-13 ავტორი: Prime Time

20-ზე მეტი ადამიანი შედგა ლექსოს წიხლით და ჩაქოლა, დღეს კი 5 კაცია დაკავებული, ეს რეალობას არ ცვლის – გურამ როგავა

20-ზე მეტი ადამიანი შედგა ლექსოს წიხლით და ჩაქოლა, დღეს კი 5 კაცია დაკავებული, ეს რეალობას არ ცვლის – გურამ როგავა

ჟურნალისტი, „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „p.s“-ის წამყვანი გურამ როგავა, „ტვ პირველის“ ეთერში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს.

 

ჟურნალისტი ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება პასუხიმგებლობაა ყველა იმ პირის, რომელმაც იმ დღის დაპირისპირებას მწვანე შუქი აუნთო.

 

VIDEO: ნინო სურგულაძემ ლექსო ლაშქრავას ხსოვნას ​სიმღერა მიუძღვნა
2021-07-13VIDEO: ნინო სურგულაძემ ლექსო ლაშქრავას ხსოვნას ​სიმღერა მიუძღვნა

 

„ხელის გულები მტკივა ისე ვუკრავდი დღეს ტაშს, მთელი ძალით, რადგან მინდოდა ეს იმას გაეგო ვისაც ეკუთვნოდა. ჩვენ აგვკიდეს ტვირთი, ორშაბათს 5 ივლისს. მე პირადად, დილას, როცა მთავრობის სხდომა ჩავრთე სამჯერ, ოთხჯერ გადავახვიე. ახლა ლექსოზე რაც არ უნდა დაასპორნსორონ ვიდეოები, რეალობა არ იცვლება. კითხვის ნიშნები მაქვს მე პირადად, რომელზეც ჯერ პასუხები ვერ მივიღე“,- აცხადებს გურამ როგავა.

 

შეგახსენებთ, 5 ივლისს გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოხვდა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

“TV პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X