
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე უკვე აისახა.
ბოლო ორი პაციენტი ამ წუთებში მარნეულიდან თბილისში გადმოჰყავთ. მათი ანალიზების პასუხები 11 საათისთვის გახდა ცნობილი. ექიმები ინფიცირების წყაროს ჯერჯერობით არ ასახელებენ და არც ის არის ცნობილი, არიან თუ არა ისინი მარნეულის პირველი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- საქართველოში დღეიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
- გამოცხადდა კომენდანტის საათი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- ნახეთ, რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას.






















