
გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 1 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს
ჩინეთში კორონავირუსის 9 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 92,119 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















