
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მხარე ავრცელებს.
გახელაძის გათავისუფლების შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზეც დაიწერა.
ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს.
საოკუპაციო რეჟიმი მას სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდა.
თებერვალში, ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლებას ქართული მხარე ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით მოითხოვდა.
ასევე დაგაინტერესებთ:






















