19:34 | 2021-07-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დაჭრილი რეანიმაციაში რჩება – რუსთავში დაჭრილი კაცის მდგომარეობას ექიმი განმარტავს

დაჭრილი რეანიმაციაში რჩება – რუსთავში დაჭრილი კაცის მდგომარეობას ექიმი განმარტავს

კლინიკა „რუსთავის“ ქირურგის დავით ტაბატაძის თქმით, რუსთავში დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

 

„პაციენტი შემოსულია მუცელში შემავალი ჭრილობით. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. სტაბილურია, მაგრამ მძიმეა. უგრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, – განაცხადა ექიმმა.

 

VIDEO: ორად გაიყოფა სამყარო... - ბერი ნიკოლოზის მრევლი ახალ ვიდეოს ავრცელებს
2021-07-14VIDEO: ორად გაიყოფა სამყარო... - ბერი ნიკოლოზის მრევლი ახალ ვიდეოს ავრცელებს

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

 

რამდენიმე პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რაც მსხვერპლით დასრულდა.

 

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 2 პირი. შსს-ის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X