13:12 | 2020-03-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოში კორონავირუსის ტესტზე 2 200-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა

საქართველოში კორონავირუსის ტესტზე 2 200-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა

ამ დროისთვის კორონავირუსზე 2 200-ზე მეტი ადამიანია გატესტილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

„ბევრი კითხვა არის ხოლმე და მე მინდა ვთქვა, რომ დადასტურებული 110 შემთხვევა არის 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან. რომ ვიცოდეთ და კითხვები არ იყოს.

 

2 200-ზე მეტი ადამიანია გატესტილი PCR მეთოდით, გინდა სწრაფი დაუძახეთ, ამაზე სწრაფი მგონი სხვა ქვეყანაში არ არსებობს“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X