10:13 | 2021-07-15 ავტორი: Prime Time

გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ, ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა – “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი

გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ, ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა – “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი

5-6 ივლისს აქციებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით “ალტ-ინფოსა” და მოძრაობა “ქართული მისიის” წარმომადგენლები გამოიკითხნენ. მათ პოლიციის სამმართველოს შენობა გვიან ღამით დატოვეს.

 

გამოკითხვიდან გამოსულების მტკიცებით, მათი არც ერთი მოწოდება ძალადობრივი არ ყოფილა, თუმცა მორიგ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში ე.წ. “ღირსების მარშის” არასოდეს არ ჩატარდება.

 

ნახეთ: დამნაშავენი არიან ეს მყრალი ე. წ. პოლიტიკოსები – ნახეთ გურამ ფალავანდიშვილის „შავი სია“

 

“არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ და ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ამასაც, მოუწევს იმ კანონპროექტის მიღება, სადაც გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ და ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა. ჩვენ შევაგროვებთ 100 000-ს ხელმოწერას და იმას თქვენ არითმეთიკულად განახებთ,” – აცხადებს “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X