14:03 | 2020-03-31 ავტორი: თამთა თორდია

ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს, მედპერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს – თამარ გაბუნია 

ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს, მედპერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს – თამარ გაბუნია 

სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების რისკი ყოველთვის არსებობს, ჩვენი ქვეყანა ამას თავს ვერ აარიდებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური ტრენინგები, იმ პერსონალისთვის, ვისაც უწევს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა.

 

„მარაგები, რომლებიც შემოვა ქვეყანაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დონეზე, დაწყებული პირველადი ჯანდაცვის ექიმიდან, დასრულებული რეანიმაციული განყოფილების პერსონალით, რომელიც არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იყოს შესაბამისად მომარაგებული ამ საშუალებებით.

 

მიმდინარეობს ძალიან აქტიური ტრენინგი, იმ პერსონალის ვინც მუშაობს კორონავირუსით ინფიცირებულებთან“,- აცხადებს თამარ გაბუნია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

აჭარაში ექთანი დაინფიცირდა!
2020-03-30აჭარაში ექთანი დაინფიცირდა!
ავტორი: თამთა თორდია

X