20:20 | 2021-07-15 ავტორი: Prime Time

არ მეშინია, თქვე ჭინკებო, იმის სახელიც ვიცი, ვინ არის თქვენი მამა – მეუფე ანტონი მედიას მიმართავს (ვიდეო)

არ მეშინია, თქვე ჭინკებო, იმის სახელიც ვიცი, ვინ არის თქვენი მამა – მეუფე ანტონი მედიას მიმართავს (ვიდეო)

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.

 

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ლაივებს ხშირად ჩართავს. რადგან ფიქრობს, რომ მედიის წარმომადგენლებიმათ მიმართ ახალ ვერსიებს შეიმუშავებენ.

 

„ახლა შეიკრიბებიან და ახალ ვერსიებს შეიმუშავებენ. ახლა სხვაგვარი ნერვების მოშლა. წირვებზე ჩამოვლენ, იქ დადგებიან, კითხვებს დაიწყებენ, წირვას არევენ. გიცნობთ. იმის სახელიც ვიცი, ვინ არის თქვენი მამა. არ მეშინია, თქვე ჭინკებო. მაგრამ, დღეს ნადავლით წავიდნენ. სასწრაფო დახმარება გვყავდა. ესენი შეიძლება დატუქსონ კიდეც, ერთი სიტყვა, როგორ არ წამოაცდევინეო. უფრო გაწვრთნილებს გამოუშვებენ. მართლა გაგარტყით, ზუსტად მოგარტყით, ათიანში. თქვენ ხართ ლაშქარავას დამღუპველი. დაგლახვროთ უფალმა თუ გონზე არ მოხვალთ… ვაი, თქვენს პატრონს. არ გვეშინია თქვენი,“ – ამბობს მეუფე ანტონი.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X