
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დანიშვნას ეხმაურება.
როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, აშშ ღრმად არის შეშფოთებული ამ ფაქტის გამო.
„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პარლამენტის მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევით უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“,- ამბობს სახელმწიფო მდივანი.
The United States is deeply troubled by the Georgian Parliament’s approval of Supreme Court nominees in contravention of the April 19 agreement. Ambitious judicial reform is critical to Georgia's success.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) July 16, 2021






















