13:42 | 2020-03-31 ავტორი: თამთა თორდია

40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომლებიც ცხელებიან პაციენტებს მოემსახურებიან – გაბუნია 

40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომლებიც ცხელებიან პაციენტებს მოემსახურებიან – გაბუნია 

ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს.-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„უკანასკნელ ხანებში გვქონდა პრობლემები, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება ცენტრალიზებულად კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი, რათა მათ უსაფრთხოდ მიიღონ, გაუწიონ საწყისი შეფასება იმ პაციენტებს, ვინც ცხელებით და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს.

 

სწორედ ამიტომ უკვე იდინტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა.

 

ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება დიდ კლინიკებს, ისინი უკვე დიდი ხანია მობილიზებული არიან, რათა მართონ მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები.

 

ნახეთ მისამართები, სადაც ე.წ. ცხელების კლინიკები მოეწყობა.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X