22:24 | 2021-07-17 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნაპოვნია 26 წლის გოგონას საყურე და სისხლის ლაქები ხმელეთზე – რას შეეწირა ახალგაზრდა ქალი საბერძნეთში

ნაპოვნია 26 წლის გოგონას საყურე და სისხლის ლაქები ხმელეთზე – რას შეეწირა ახალგაზრდა ქალი საბერძნეთში

საბერძნეთის პოლიციის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, 26 წლის გარიფალიას გარდაცვალება კრიმინალური დანაშაულის შედეგს ჰგავს და არა უბედურ შემთხვევას. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული სააგენტო georgians.gr ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ხმელეთზე იპოვა გოგონას საყურე და მისი სისხლის ლაქები. გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის წყალში შემთხვევით ჩავარდნით არ გარდაცვლილა.

 

გამოძიების ცნობით, ყელსაბამი, რომელსაც გოგონა ატარებდა, ძალით არის მოგლეჯილი და გაწყვეტილ მდგომარეობაში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ ხმელეთზე მოხდა რაღაც და შემდეგ დამნაშავემ შესაძლოა მისი სხეული წყალში ჩააგდო.

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს გარიფალიას მეგობრის, 30 წლის მამაკაცის ძებნა, რომელიც ბოლო 1 დღეა გაუჩინარებულია.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X