
ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაარჩინა დედამ პატარა ბავშვი გატაცებას.
როგორც BBC წერს, ქალი ქუჩაში სამ შვილთან ერთად მიდიოდა, როდესაც მამაკაცმა ერთ-ერთი ბავშვის გატაცება სცადა.
შემთხვევა ქუჩის კამერამ გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ დედამ ბავშვი მანქანის ფანჯრიდან გადმოათრია.
ბავშვი არ დაშავებულა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.






















