19:35 | 2021-07-18 ავტორი: Prime Time

სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ პროცესები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

 

ამასთან, განცხადებაში ნათქვმია, რომ კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა.

 

„ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა!

 

ბათუმს ევროპული საბჭოს და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები ეწვევიან!

 

ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი, საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!

 

ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!

 

პაპუაშვილმა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ძალის გამოყენებით გაარიდა ტრიბუნას - ვიდეო
2021-07-18პაპუაშვილმა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ძალის გამოყენებით გაარიდა ტრიბუნას - ვიდეო

 

რაც შეეხება მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმის გაწყვეტას, ნებისმიერი კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და მედიას უნდა მიეცეს შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა!

 

ხვალ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე და ლიდერთა შეხვედრაზე მსჯელობა იქნება ჩვენი ქვეყნის ერთ უალტერნატივო არჩევანზე – გზა ევროპისკენ! სამი ასოცირებული ქვეყანა ხელს აწერს ერთობლივ დეკლარაციას! ჩვენი გაცხადებული სურვილი ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს საქმით გამყარებული და დამტკიცებული, ხვალ სწორედ ამის დროა!“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X