
„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?“,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.
ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.
თინასთან ვწუხვარ“,- წერს შალვა პაპაუშვილი.
ცნობისთვის, ოცნების დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიუშვა. პაპუაშვილმა ბოკუჩავა ხელში აიყვანა და ტრიბუნას ძალის გამოყენებით გაარიდა.
ასევე ნახეთ:























