15:09 | 2020-03-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

ონლაინ კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი ჩაერთვება – გაბუნია

ონლაინ კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი ჩაერთვება – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ონლაინს კონსულტაციის პროცესში 100 ექიმი იქნება ჩართული.

 

„ონლაინ-კლინიკების მიზნებისთვის, სატელეფონო ბრიგადების უზრუნველყოფისთვის ამ ეტაპზე შეფასებულია, რომ 100 ექიმი ჩაერთვება იმ პროცესში, რაც უკავშირდება ონლაინ-კონსულტაციას.

 

ზოგადად, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში სოფლის ექიმების რაოდენობა 1300-ს აღწევს და დაახლოებით ამდენივეა ქალაქის ქსელში ოჯახის ექიმების რაოდენობა.

 

ჩვენ ეტაპობრივად გავაგრძელებთ ოჯახის ექიმებთან მუშაობას ონლაინ-ტრენინგის მექანიზმის საშუალებით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრშია გამართული.

 

ამდენად, ყველა ექიმს ექნება საშუალება, რომ უშუალო კავშირი ჰქონდეს მეტად გამოცდილ ოჯახის ექიმებთან და მათგან მიიღოს ინსტრუქცია.

 

ეს პროცესი მიმდინარეობს და ორი კვირის მანძილზე 200-მდე ოჯახის ექიმს მოიცავს. დღეს თბილისში ეს სისტემა უკვე მუშაობს და მოსახლეობას შეუძლია განაგრძოს 112-ზე დარეკვა და შემდეგ მათი ზარი გადამისამართდება თბილისის ოჯახის ექიმებთან.

 

ვფიქრობ, უკვე ხვალიდან ეტაპობრივად გავრცელდება და ესეც დაანონსდება, სად, რომელ რეგიონში იქნება სისტემა მზად, ზარების მიღებისა და ონლაინ კონსულტაციებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X