11:46 | 2021-07-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება საქართველოში – დეტალები

როგორია კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება საქართველოში – დეტალები

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

 

19 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 487 შემთხვევა გამოვლინდა.

 

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:

 

თბილისში გამოვლენილია 487 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 46, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 25, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.66 %-ია.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X