
„ბავშვი აპარატზე იყო და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად ერთი თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ.“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, 30 წლის, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა, კლინიკაში 15 ივნისს ფილტვის 22-ქულიანი დაზიანებით შევიდა.
შეგახსენებთ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ 18 ივლისს გარდაიცვალა.






















