18:43 | 2021-07-19 ავტორი: Prime Time

ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს იუბილე საჯაროდ მიულოცა – ნახეთ ვიდეო, როგორ გადაიკვეთა მათი გზები ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე

ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძეს იუბილე საჯაროდ მიულოცა – ნახეთ ვიდეო, როგორ გადაიკვეთა მათი გზები ზელენსკის გაპრეზიდენტებამდე

აჭარაში, სამი ქვეყნის, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივი მიმართვის დროს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ მომღერალს და მსახიობს ვახტანგ კიკაბიძეს დაბადების დღე მიულოცა.

გვაერთიანებს არამარტო ევროკავშირისკენ სწრაფვა, არამედ სურვილი, რომ ეს გზა ამ ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ - ვოლოდიმირ ზელენსკი​
2021-07-19გვაერთიანებს არამარტო ევროკავშირისკენ სწრაფვა, არამედ სურვილი, რომ ეს გზა ამ ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ - ვოლოდიმირ ზელენსკი​

 

„არა მარტო საქართველოს, არამედ მილიონობით მსმენელისთვის ძვირფას ადამიანი, ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შეუსრულდა. ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა.

 

ძალიან ენერგიულია, ყველას შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, ის სიცოცხლის მოყვარულია“,- განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

როგორც კი ცნობილი უკრაინელი კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი გაპრეზიდენტდა, მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მას განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბუბა კიკაბიძესთან. ამის დასტურად, სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოიფინა.

 

ზელენსკის, რამდენიმე წლის წინ, კიკაბიძე თავის შოუში – „ღამის კიევი“ – ჰყავდა მიწვეული და ეს გადაცემა სოციალურ ქსელში „შედევრად“ არის ცნობილი.

 

გთავაზობთ მონაკვეთს შოუდან, სადაც კიკაბიძე წამყვანებს ერთ ქართულ ანეგდოტს უყვება, რაზეც ზელენსკი გულიანად იცინის.

 

ანეგდოტი კი ასე ჟღერს:

 

„93 წელში, როცა საქართველოში არც გაზი იყო, არც შუქი, არც გათბობა, არც წყალი – ერთი სიტყვით, არაფერი, ერთ კაცს მობეზრდა ასე ცხოვრება. დაურეკა მეგობრებს და უთხრა, დანაზოგი მაქვს, ასე ცხოვრება აღარ მინდა და დამასაფლავეთო, ოღონდ დაკრძალვის ცერემონიას წინ სასულე ორკესტრი უნდა მიუძღოდესო.

 

წარმოიდგინეთ ინტელიგენტი კაცების პროცესია შუა რუსთაველზე, წინ სასულე ორკესტრით. ეს კაცი კი მოჰყავთ არა დაწოლილი, არამედ წამომჯდარი – მწეველი იყო.

 

პროცესიასთან შუა ხნის ქალი მივიდა – რას აკეთებთ, კაცს ცოცხლად მარხავთო?! თვითონ მოითხოვა ასე, არაფერი არ არის – არც გაზი, არც შუქი, არც გათბობა… მობეზრდაო – უპასუხეს.

 

ქალმა სახელი იკითხა და მიმართა – ბატონო ვახტანგ!

 

– გაჩერდით ბიჭებო! – მიმართა კაცმა ორკესტრს – გისმენთ, ქალბატონო.

 

– მარტოხელა ქალი ვარ. მაქვს ხუთოთახიანი ბინა პირდაპირ ქალაქის ცენტრში. იქნებ ვცადოთ რამე და იქნებ გადაიფიქროთ…

 

– … და რომელ სართულზე?

 

– მეშვიდეზე…

 

– გააგრძელეთ დაკვრა, ბიჭებო!..“

 

ავტორი: Prime Time

X