12:00 | 2021-07-20 ავტორი: Prime Time

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის კლინიკაში შეყვანილი ორი კოვიდინფიცირებული ჩვილიდან ერთი გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი სტაბილურია.

 

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ციციშვილის „ბავშვთა ახალი კლინიკის“ სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

 

„გარდაცვლილი ჩვილი პირველი დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა მდგომარეობაც მძიმე იყო. მეორე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, აპარატზეა შეერთებული“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

 

ამ დროისთვის მხოლოდ ციციშვბილის კლინიკაში 70 ბავშვი მკურნალობს.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X