14:45 | 2021-07-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი გაიმართა! – თამარ გაბუნია

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი გაიმართა! – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ შემდეგი რეგისტრაციისთვის საიტი გამართულია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა.

 

„საიტი გაიმართა. სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და ტექნიკურ ჯგუფს მოლოდინი აქვს, რომ საიტი იქნება გამართული და აღარ იქნება შეფერხება“,- აცხადებს თამარ გაბუნია.

 

მისივე თქმით, როდესაც დიდი დოზები შემოვა, დამატებით ამოქმედდება სატელეფონო რეგისტრაცია.

 

ცნობისთვის, „ფაიზერზე“ რეგისტრაციის დროს საიტზე შეფერხება იყო და მოქალაქეებმა სასურველ დროს რეგისტრაცია ვერ შეძლეს.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X