
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი „ლამბდა“ ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმო–ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ის [„ლამბდას“ შტამი] ვრცელდება მთელ რიგ ქვეყნებში, ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა ამ დროისთვის ახალი შტამი 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული“, – განაცხადა მარია ვან კერკხოვმა.
ექსპერტის თქმით, აღნიშნული შტამი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.
ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ.
ასევე დაგაინტერესებთ:
- გადადეთ სკოლები 1-ელ ოქტომბრამდე!.. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა! – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება






















