19:40 | 2021-07-20 ავტორი: Prime Time

7 საყურადღებო ვარიანტია – რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე „ლამბდა“ შტამის შესახებ

7 საყურადღებო ვარიანტია – რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე „ლამბდა“ შტამის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი „ლამბდა“ ვრცელდება. ამის შესახებ ჯანმო–ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

 

შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე - ზაზა წერეთელი კოვიდრეგულაციების დაცვაზე
2021-07-20შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე - ზაზა წერეთელი კოვიდრეგულაციების დაცვაზე

 

ექსპერტის თქმით, აღნიშნული შტამი პირველად პერუში 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

 

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე „ლამბდა“ ვირუსთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ 4 პრობლემატური კორონა ვარიანტი მსოფლიოში უკვე ცირკულირებს..

 

„7 საყურადღებო ვარიანტია, რომლებიც არავინ იცის, რას იზამენ ამ შვიდეულს 14 ივნისს კიდევ ერთი ახალი ვარიანტი დაემატა ..

 

ეს ვირუსი უნდა შევაჩეროთ და ყველამ ვიცით, როგორ. თავს ნუ ვიტყუებთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია….“, -თქვა ფხაკაძემ.

ამ დროისთვის უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ.

 

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X