
დიზაინერი, ანუკი არეშიძე მეუღლის, კახი კალაძის თბილისის მერობის წარდგენაზე განსაკუთრებული ლუქით გამოჩნდა.
დიზაინერს თეთრი ფერის სამოსი ეცვა და ხელში ულამაზესი წიგნის ფორმის ჩანთა ეჭირა.
სწორედ ჩანთამ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
წიგნის ფორმის ჩანთას ბევრისთვის საყვარელი ნაწარმოების „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ გარეკანი აქვს. როგორც ჩანს, ეს ანუკის საყვარელი წიგნია.
ანუკი არეშიძის ჩაცმულობა საზოგადოებამ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დადებითად შეაფასა.


ასევე ნახეთ ვიდეო – კახა კალაძის წარდგენა























