
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში „სარაჯიშვილის“, „მოსულიშვილის“, „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩების გზების რეაბილიტაცია სრულდება.
გზის საფარის მეორე ფენის დაგება რამდენიმე დღეში დასრულდება.საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც ოთხივე ქუჩაზე გზის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.
განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
(NS)






















