21:08 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

ერთადერთი, რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტები, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა – თენგიზ ცერცვაძე

ერთადერთი, რაშიც მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტები, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა – თენგიზ ცერცვაძე

ერთადერთი სუსტი რგოლი, რაშიც მართალი ხართ თქვენც, მართალი არიან ჩვენი ყველაზე დაუნდობელი ოპონენტებიც კი, რომლებიც ხშირად არასწორად აკრიტიკებენ ექიმებს და ხელმძღვანელობას, არის ის, რომ ვაქცინამ დაიგვიანა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„არ მინდა სიტყვა ჩავარდნა ვიხმარო, მაგრამ ვაქცინამ დაიგვიანა, ნიშნული დაბალია. ეს არის საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი კოვიდსაწინააღმდეგო სამსახურისა.

 

 

რატომ მოხდა, ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, ბევრი ფაქტორია, ერთ-ერთი ფაქტორია, დეკემბერ-იანვარში როცა ჩინური ვაქცინა იყო გამზადებული შემოსატანად, მაშინ საზოგადოებას ჰქონდა მწვავე პროტესტი და მთავრობას ჩინური ვაქცინა არ შემოატანინეს, „ფაიზერი” და “ასტრაზენეკა” მაშინ ვერ იშოვა მთავრობამ, ამიტომ დაგვიანდა. მეზობელმა თურქეთმა და აზერბაიჯანმა მაშინვე დაიწყეს ჩინური ვაქცინა და დღეს ჩვენზე ბევრად უკეთ არიან”, – აცხადებს ცერცვაძე.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X