16:21 | 2021-07-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ ვებრძოლოთ სიცხეს – 4 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობრიძისგან

როგორ ვებრძოლოთ სიცხეს – 4 მარტივი რჩევა გიორგი ღოღობრიძისგან

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას იმ რეკომენდაციებს უზიარებს, რომლებიც მაღალი სიცხის დრო უნდა დაიცვან.

 

„მაღალი ტემპერატურის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონეები. ასეთი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, დაბალი წნევა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ასევე ის ვინც არიან ასაკით უფრო დიდები.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სითხეები ასეთ სიცხეებში მიიღოთ დიდი რაოდენობით. რაც გულისხმობს იმას, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი წყალი. ასევე ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს. ეს შეიძლება იყოს საზამთრო, კიტრი, ნესვი და ა.შ. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს სითხეები არ იყოს ალკოჰოლის, კოფეინის და შაქრის შემცველი. რადგან ეს სამივე ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოძევებას.

 

მეორე რეკომენდაცია იქნებოდა ის, რომ ჩვენ მოვერიდოთ ფიზიკურ აქტივობას, რადგან სიცხის დროს ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ აორთქლებს წყალს.

 

მესამე რეკომენდაცია იქნება ის, რომ ტანისამოსი გვეცვას, რაც შეიძლება ღია და ეს ტანისამოსი იყო ბამბის, რადგან ბამბა უკეთესად იწოვს სითხეს.

 

კიდევ ერთი რეკომენდაცია იქნებოდა ის, რომ ჩვენ მივიღოთ საკვები ამ სიცხეების პირობებში ზომიერად, რადგან როცა გამოხატული სიცხეა და ადამიანი იღებს დიდი რაოდენობით საკვებს ამ შემთხვევაში ხდება სისხლის გადანაწილება ნაწლავებისკენ. გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცხეების პირობებში სისხლძარღვები ისედაც განიერია და ამ ორი ფაქტორის კომბინაციით შეიძლება ადამიანმა ძალიან მარტივად დაკარგოს გონება წამოდგომისას“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე „პალიტრანიუსთან“.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X