10:50 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

მოტოციკლით მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მოტოციკლით მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – გარდაცვლილია 35 წლის კაცი.

 

შემთხვევა, გვიან ღამით,თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.

 

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, მოტოციკლით მოძრაობის დროს მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით, ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X