
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ტრანსპორტის გარეშე დარჩენილ სამედიცინო პერსონალს სალომე სამადაშვილი დახმარებას სთავაზობს.
„მეგობრებო, უამრავი ადამიანი, ექიმები, ექთნები, ფარმაცევტები, გამყიდველები, დარჩნენ ტრანსპორტის გარეშე.
ვფიქრობ, კარგი იდეაა, ვისაც შეგვიძლია, მანქანით მათი მიყვანა და წამოყვანა სამსახურიდან, მივეხმაროთ.
მე მზად ვარ, ჩემი მანქანით დავეხმარო გადაადგილებაში. არ ვიცი, ამის დაორგანიზება, როგორ შეიძლება.
შეგვიძლია იმით დავიწყოთ, რომ მომწეროთ, თუ დახმარება გჭირდებათ გადაადგილებაში და შევეცდებით მოხალისეები მოვძებნოთ“, – წერს სამადაშვილი Facebook-ზე.






















