
„რუსთავი2“-ის სახეს, ტელეწამყვანს გურამ როგავას დიდი ჟურნალისტური გამოცდილება უმაგრებს ზურგს. სამეგრელოდან ჩამოსულ ნიჭიერ და მიზანდასახულ ჟურნალისტს, კოლეგები ძალზედ მეგობრულ პიროვნებად ახასიათებენ.
„ყოველთვის მიმართლებდა ადამიანებში. ჩემი ყოველი წარმატება ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების დამსახურებაა. ჩემი სიძლიერე ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები არიან. მათ გარეშე ვერცერთ გამოწვევას ვერ გავუმკლავდებოდი“,- ამბობს გურამ როგავა.
რაში მდგომარეობს გურამ როგავას წარმატების საიდუმლო, როგორ იხსენებს სტუდენტობის წლებს და პროფესიაში პირველ ნაბიჯებს.
ცნობილ ჟურნალისტთან ინტერვიუს სრულ ვერსიას ნახავთ მალე „პრაიმტაიმში“






















