11:58 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და რწმუნებულის მოადგილე – ზვიად ჭუნაშვილთან ერთად გაეცნო.

 

დასკვნით ეტაპზეა, შიდა გზების მოწყობითი სამუშაოები მარნეულში, ახლადაშენებული სოფლის ტიპის დასახლებში, რომელიც ეკომიგრანტი ოჯახებისთვის აშენდა. 2 189 მეტრი სიგრძის გზის მშენებლობის ღირებულება 758 636 ლარს შეადგენს. პროექტი  ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

 

მოგახსენებთ, რომ 31 სახლი, იმ დევნილი ოჯახებისთვის აშენდა, რომლებიც მრავალი წელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამორტიზირებულ შენობებში ცხოვრობდნენ.

 

აქტიურად მიმდინარეობს ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეგრედწოდებულ დოლისყანის დასახლებაში, მისასვლელი 1 306 მეტრი გზის მოწყობითი სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 279 282 ლარია.

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X