14:33 | 2021-07-23 ავტორი: თამარ გონგაძე

„ვეღარ ვუძლებ… უბრალოდ, მინდა შენთან!..” – ზურა ბაკურაძის მეუღლე ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ

„ვეღარ ვუძლებ… უბრალოდ, მინდა შენთან!..” – ზურა ბაკურაძის მეუღლე ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ

ზუსტად ერთი თვის წინ, 23 ივნისს, მოულოდნელად, თავზარდამცემი ინფორმაცია გავრცელდა. რაჭაში ხევში გადავარდა ანსამბლ “ქართული ხმების” სოლისტი, ზურა ბაკურაძე. 42 წლის მომღერლის გადარჩენა ვერ მოხერხდა…

 

სრულიად საქართველომ დაიტირა უსაყვარლესი ზურა, ნამდვილი ქართველი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა სიმღერა და სამშობლო.

 

ზურას გარდაცვალებამ მეგობრებს შიში დაუტოვა, ამქვეყნიდან მოულოდნელად წასვლისა და ერთმანეთის ვერნახვის შიში.

 

მომღერლის მეუღლე, ნათია კობახიძე, რომელთანაც ზურას ორი შვილი დარჩა, ძალზედ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

 

“ერთი თვე… ტკივილი რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.

 

ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…

 

ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?

 

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი…” – წერს ნათია “ფეისბუქზე”.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X