16:32 | 2021-07-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

მამა-შვილზე შეიარაღებული თავდასხმა ბიზნესწილებს უკავშირდება – მამა მოკლეს, შვილი მართვით სუნთქვაზეა

მამა-შვილზე შეიარაღებული თავდასხმა ბიზნესწილებს უკავშირდება – მამა მოკლეს, შვილი მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელების მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

„სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა საზარდულის არეში. შარდის ბუშტის ირგვლივ დიდი ზომის ჰემატომა. ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებს კლინიკის დირექტორი სულხან ორჟონია.

 

ზუგდიდში მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ბიზნეს წილებს უკავშირდება – დაკავებულია ზ. კვიკვინია.

 

ადგილზე გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 65 წლის გრამიტონ ლაგვილავა,ხოლო მისი შვილი გია ლაგვილავა დაიჭრა.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X