16:51 | 2021-07-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორ აღნიშნა მომღერალმა გიორგი ცხადაძემ ქალიშვილის იუბილე (ფოტოები) 

როგორ აღნიშნა მომღერალმა გიორგი ცხადაძემ ქალიშვილის იუბილე (ფოტოები) 

მომღერალმა და მსახიობმა, გიორგი ცხადაძემ ქალიშვილის, ნენეს ერთი წლის იუბილე მეუღლესთან ერთად აღნიშნა.

 

წყვილმა შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ფოტოსესიაც მოაწყო. გიორგი ცხადაძის მეუღლე, ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა სოციალურ ქსელში მათი სიხარულის გაზიარებისთვის ყველას მადლობას უხდის.

 

წყვილს ფოტოები ზაქარია ჭელიძემ გადაუღო.

 

„მეგობრებო, ბევრი მადლობა მოლოცვისთვის!.. ნენეს 1-ლი დაბადების დღის ტორტი სამივემ ერთად შევქმენით და ასეთი განსაკუთრებული მოგონება გამოვიდა.

 

Zaqaria Chelidze – რაც მთავარია, შენ ეს ისტორია ისე გვაჩუქე, რომ არასდროს დაგვავიწყდება და სულ გაგვახარებს“,- წერს სალომე ლემონჯავა.

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X