
ცოტა ხნის წინ მარნეულში შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო.
“პრაიმტაიმს” თვითმხილველმა უამბო, რომ ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამ წუთებში კონფლიქტის მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.






















