
ირაკლი ავალიშვილი საქართველოში საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია – მოთხილამურე, რომელიც სამთო სათხილამურო სახეობის 2 გზის გამარჯვებული, 1998/1999 წლებში.
ის ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ერთი შვილიც ჰყავს. ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი გაიყარა იმ მიზეზით, რომ ცოლმა ეჭვი აიღო, ირაკლის იდენტობაზე… კარგა ხნის ეჭვიანობის შემდეგ მეუღლეებს შორის გულახდილი საუბარი შედგა და ირაკლიმ ყველაფერი გულწრფელად აღიარა და გაუმხილა, რომ მას მეგობარი მამაკაცი ჰყავდა.
ამას ცოლის არერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მეუღლეები დაშორდნენ, მაგრამ ცოლმა მამაკაცს ღალატი ვერ აპატია. მას შემდეგ, რაც ირაკლის ოჯახური ცხოვრება დასრულდა, მან მიაკითხა საქართველოში არსებულ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მის იდენტობას შეესაბამებოდა. აქტიურად კონტაქტობდა მათთან და ლგბტ პირთა უფლებების დასაცავადაც იბრძოდა.

2021 წლის პრაიდისთვის სამზადისშიც ასევე აქტიურად იყო ჩართული. მაისში, ერთ-ერთი ასეთი შეკრებიდან მომავალს, ქუჩაში რამდენიმე პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საკმაოდ მძიმე დაზიანებებით ირაკლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. რამდენიმე დღის შემდეგ მას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს უცნობი პირები, სცემეს და უთხრეს, რომ თუ საქართველოს არ დატოვებდა, აუცილებლად მოკლავდნენ.
ირაკლიმ თავისივე წყაროებით დაადგინა, რომ თავდამსხმელები ღალატით შეურაცხყოფილმა ცოლმა მიუგზავნა. სხვა გზა არ რჩებოდა, საქართველოს დატოვება მოუწია და ემიგრაციის გზას დაადგა. 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში პრაიდის მსვლელობამ საკმაოდ ხმაურიანად ჩაიარა. დაარბიეს და მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებიც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
მოხდა დაპირისპირება, დაშავდა უამრავი ადამიანი. თავისი მეგობრების ბედით შეწუხებული ირაკლი სწორედ ამის შემდეგ გადვიკავშირდა და ინტერვიუ მოგვცა. სადაც „პრაიმთაიმთან“ აღნიშნა, რომ ისიც ასევე სტიგმის მსხვერპლია და თავისი არატრადიციული ორიენტაციის გამო მოუწია სქართველოს დატოვება, ვინაიდან საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ იდგა მისი სიცოცხლე. ცნობილი სპორტსმენი, დადებითი და აქტიური ადამიანი იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა.
ირაკლის დედა, თათო ავალიშვილი ამბობს, რომ მისთვის შვილის დიენტობას არა აქვს მნიშვნლობა, ის მას მხარს უჭერს და განიცდის მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო.























