16:01 | 2021-07-25 ავტორი: Prime Time

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ფაიზერზე ვერ დარეგისტრირდა – ვაქცინის 5000-მდე დოზა გამოთავისუფლდება

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ფაიზერზე ვერ დარეგისტრირდა – ვაქცინის 5000-მდე დოზა გამოთავისუფლდება

4 750 პირს ფაიზერის ვაქცინაზე ჯავშანი არ დაუდასტურდა -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, დარეგისტრირებულთა ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო, ნაწილს კი რიგი მიზეზების გამო ჯერ არ უწევდა აცრა.

 

“გუშინ დაიწყო რეგისტრაცია „ფაიზერის“ ვაქცინაზე, რომელიც დონაციის გზით მივიღეთ ამერიკის მთავრობისგან. გუშინ დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 157 ათასამდე პირი, აქედან ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 პირს, 4 750-ს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა, რადგან მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო და მაინც დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათაც შეიყვანეს მონაცემები ბაზაში. ასე რომ, ხუთი ათასამდე ჯავშანი არ შედგა და ეს ადგილები ბუნებრივია, დაემატება პორტალს”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X