15:40 | 2021-07-25 ავტორი: Prime Time

რას ურჩევს დოქტორი ფაუჩი სრულად ვაქცინირებულ პირებს

რას ურჩევს დოქტორი ფაუჩი სრულად ვაქცინირებულ პირებს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს დელტა ვარიანტისაგან თავის დასაცავად შიდა სივრცეში პირბადე მაინც ატარონ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider-ი ავრცელებს.

 

„თუ გინდათ, რომ კორონავირუსის დელტა შტამისგან, რომელიც ახლა განსაკუთრებით ცირკულირებს, თავი უფრო დაცულად იგრძნოთ,  ატარეთ პირბადე შიდა სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში“,- აცხადებს ფაუჩი.

 

როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, დელტა შტამს უფრო მეტი მუტაცია აქვს განცდილი და სწრაფად ვრცელდება.

 

„ვირუსის ეს ვარიანტი საგრძნობლად განსხვავდება იმ შტამებისგან, რომლებიც  არსებობს და რომლებიც გვინახავს. ის სწრაფად ვრცელდება“,- ამბობს აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი.

 

ამავე თემაზე – როგორ მზადდება COVID-19 ვაქცინები და როგორ ხდება მათი გამოცდა

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

რუსთავთან ენოტმა კაცი დაკბინა
ავტორი: Prime Time

X