14:40 | 2021-07-26 ავტორი: Prime Time

კომისიის არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის ბრალდება სწორი არ იყო – არჩილ თალაკვაძე

კომისიის არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის ბრალდება სწორი არ იყო – არჩილ თალაკვაძე

კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მათ შეისწავლეს ყველა პრობლემური უბანი, გამოავლინეს ის საკითხები და ის პრობლემები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა.

 

„კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ანგარიში მოითხოვს პოლიტიკურ განხილვას პარლამენტში. იმედი მაქვს ოპოზიცია ამ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც აქვს კომისიას მიცემული, პროცესის გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X