19:16 | 2021-07-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან…“ – ცნობილი პედიატრი 13 წლის ბავშვის თხოვნას ასაჯაროვებს

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან…“ – ცნობილი პედიატრი 13 წლის ბავშვის თხოვნას ასაჯაროვებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში 13 წლის მოზარდის წერილს აქვეყნებს. არასრულწლოვანი პედიატრს სთხოვს, რომ გამონაკლისი დაუშვან და Pfizer-ის ვაქცინით აცრან.

 

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ (13 წლის მოზარდი)

 

გამარჯობა ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.

 

„ქვეყანა ახალ „ლოქდაუნს“ ვერ გაუძლებს“ - რა შედეგი მოაქვს შეზღუდვების მოხსნას ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის?
2021-07-26„ქვეყანა ახალ „ლოქდაუნს“ ვერ გაუძლებს“ - რა შედეგი მოაქვს შეზღუდვების მოხსნას ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის?

 

დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ Pfizer-ით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის… თქვენი დიდი იმედი მაქვს. პატივისცემით, მადლობა!” – აღნიშნულია თემურ მიქელაძის მიერ გავრცელებულ წერილში.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თემურ მიქელაძემ „დღის კურიერში“ გამონაკლის შემთხვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი 12 წლის პაციენტი Pfizer-ის ვაქცინით აცრეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X