
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „ნოესთან“ მის ერთ-ერთ გატაცებაზე ყვება.
„დიდი ხანია გიტარაზე თითი არ დამიკარებია, თითებმა გადაჩვევა იცის. ახალგაზრდობაში როკი მომწონდა. მე და ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა სარდაფი მოვაწყვეთ ნუცუბიძეზე და იქ სხვადასხვა კომპოზიციას ვასრულებდით. ეს დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა“,- იხსენებს ირაკლი კობახიძე.























