
მომღერალი მანანა თოდაძე, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ყვება, რომ მეზობლის ბავშვმა მას უთხრა, რომ ის აყვანილია.
„მეზობლის ბავშვმა მითხრა აყვანილი ხარო, მატარებელში კალათაში გიპოვესო. 7 წლის ვიყავი… აი მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა, საშინელი ტრავმა მივიღე. უცებ გავიზარდე და 2 წამში დიდი გოგო გავხდი. მშობლებს არ ვუთხარი და სულ ვტიროდი, მათ არაფერს ვაჩვენებდი.
ჩემმა მასწავლებელმა შეამჩნია, რომ სულ დარდიანი ვიყავი და მას ვუთხარი. დაიბარა დედაჩემი და მამაჩემი, გაგიჟდნენ ისინი. დედა მეუბნებოდა, რომ ჩაიხედე სარკეში ნახე როგორ მგავხარო“,- ამბობს მანანა თოდაძე.























