19:21 | 2021-07-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ტრანსპორტის მართვისთვის ჯარიმები მკაცრდება – რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ტრანსპორტის მართვისთვის ჯარიმები მკაცრდება – რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე  იქნება დამოკიდებული.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:

 

თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

 

8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან - ზურაბ გურული
2021-07-278 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან - ზურაბ გურული

 

თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

 

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

 

ამასთან, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 600 ლარისა.

 

ასევე ნახეთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X